კატეგორიები

კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში

კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში
ისრაელის შეიარაღებული ძალების სამხედრო დრონები მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინურ სამხედრო დაჯგუფებებს ბომბავენ. ადგილზე გადასროლილია ასობით ისრაელელი ჯარისკაციც.
ეს ბოლო ოცი წლის განმავლობაში ამ მიდამოებში ყველაზე მასშტაბური სამხედრო დაპირისპირებაა.
პალესტინური მხარის ცნობით, დაღუპულია 8 მოქალაქე. ისრაელის შესაბამისი სამხედრო უწყების წარმომადგენელთა ინფორმაციით, კი მათ მტრის 7 სამხედრო გაანადგურეს.
კონფლიქტის ამ ეტაპის დაწყების მიზეზი პალესტინური მხარის მიერ ისრაელის სამოქალაქო დასახლებებზე თავდასხმაა, გასულ კვირას ასეთი თავდასხმის შედეგად ისრაელის 4 მოქალაქე დაიღუპა.
პალესტინური მედიის ცნობით, სამხედრო მოქმედებების მიზეზით ადგილობრივ მოსახლეობას სასმელ წყალი და ელექტროენერგია არ მიეწოდება. იერუსალიმში აცხადებენ, რომ მათი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა არ არის, არამედ ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო დაჯგუფებები.
მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირი, აღმოსავლეთ იერუსალიმი და ღაზის სექტორი ისრაელმა 1967 წელს დაიკავა, პალესტინურ მხარეს ეს ტერიტორიები საკუთარ მიწებად მიაჩნია.
ამ წლის განმავლობაში მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე სამხედრო მოქმედების შედეგად 132  ადამიანი დაიღუპა.

 

დაკავშირებული ამბები
11 ევროპულმა ქვეყანამ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებებთან სავაჭრო სანქციები დააწესა კატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები აცხადებენ, რომ სპარსეთის ყურე რეგიონის უსაფრთხოებისთვის მხოლოდ აშშ-ს იმედად არ უნდა იყოს
სხვა ამბები