კატეგორიები

დეზინფორმაციასთან ბრძოლა – კონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მკვლევარი, შოთა ღვინერია

დეზინფორმაციასთან ბრძოლა – კონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მკვლევარი, შოთა ღვინერია
“საინფორმაციო ომი – როგორ ამოვიცნოთ და ეფექტურად გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას“ – ამ თემასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებისთის თბილისში ტრენინგი გაიმართა.
შეხვედრა შედგა პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა „თანამედროვე დეზინფორმაციის გამოწვევები უცხოური სამხედრო ძალის ყოფნის პირობებში“. პროექტს პოლიტიკისა და მენეჯმენტის კონსალტინგ ჯგუფი სამოქალაქო მდგრადობის ინიციატივასთან თანამშრომლობით ახორციელებს.
პროექტის მიზანია დამოუკიდებელი მედიის მხრიდან დეზინფორმაციისადმი წინააღმდეგობისა და მდგრადობის გაძლიერება და მედია-წარმომადგენლების ინფორმირება დეზინფორმაციის იდენტიფიცირების, სანდო წყაროების შერჩევისა და ღია წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციის მოძიებასა და ანალიზის თანამედროვე მეთოდების შესახებ.
ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მკვლევარმა, შოთა ღვინერიამ ისაუბრა.
Related news
ინოვაციის კონკურსი დარგობრივი უნარები
სხვა ამბები