რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ქალაქ პოკროვსკზე დონეცკის ოლქში. სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთის არმიის რეგულარული სამიზნე სწორედ ეს ქალაქია. არსებული ინფორმაციით, დაშავდა 4 ადამიანი და განადგურდა საცხოვრებელი სახლი.
“სავარძელში ვიჯექი ფანჯარასთან, უცბად ცაზე დავინახე ციმციმი. გავედი გარეთ და რაკეტა აფეთქდა, ყველგან კვამლი იყო”, – ჰყვება თვითმხილველი ნატალია.
რაკეტა ნატალიას მეზობლის, 69 წლის ყოფილი მაღაროელის, იგორის სახლს დაეცა. სახლის სახურავზე ბზარი გაჩნდა, ფარეხი კი ჩამოინგრა. უკანა ეზო მთლიანად ნამსხვრევებით დაიფარა.
“აბაზანაში ვიყავი შესული, წყალს ვავსებდი, როცა აფეთქების ხმა გავიგე. რაც მახსოვს, იყო ის, რომ კედელს შევეჯახე. ჩემი სახლი მთლიანად განადგურდა, ფარეხიც, ჩემი ახალი მანქანაც. მიწა, შუშა, აგური – ყველაფერი ერთმანეთში აირია. რატომ გვიკეთებს პუტინი ამას? რისთვის? ნატოს და მებრძოლი კოღოების გამო? რატომ? ადრე ხომ ასე ახლოს ვიყავით ერთმანეთთან?!”, – ჰყვება იგორი.