ანიმაციურ ფესტივალმა ,,ანსიმ” თავისი რჩეული გამოავლინა და მხატვრულ ნამუშევარ ,,ლინდას ქათამი სურს“, ჯილდო გადასცა.
ფესტივალზე 100-ზე მეტი ქვეყნის, როგორც სატელევიზიო ასევე მოკლემეტრაჟიანი და მხატვრული ფილმი იყო ნაჩვენები. მათ საკუთარი თავი, მსოფლიოში ანიმაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერად გამოაცხადეს.
,,ვერცხლის კრისტალი“ ჯილდოა, რომლის მოგებაც ნებისმიერი კინორეჟისორისთვის ძალიან დიდი პრესტიჟია.
,,დაუჯერებელი იყო აქ ყოფნა და ჩვენი ნამუშევრის წარდგენა, რადგან ფესტივალზე ძალიან დიდი კონკურენციაა და უამრავი კარგი ნამუშევარია. მაგრამ, ჩვენდა საბედნიეროდ, მთავარი პრიზი ჩვენ დავიმსახურეთ”, -ამბობს რეჟისორი სებასტიან ლადენბახი.
,,ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან ჩვენი დაუღალავი შრომა დაფასდა და სათანადო აღიარება მოიპოვა ასეთი ძლიერი კინოფესტივალისგან’’, – რეჟისორი ამბობს კიარა მალტა.
,,ვერცხლის კრისტალი“ ერთხმად გადაეცა ანიმაციას ,,ლინდას ქათამს სურს“. ამბავი მოსიყვარულე დედა, პაულეტსა და მის შვილ ლინდაზეა. პაულეტი თავს დამნაშავედ გრძნობს მას შემდეგ, რაც უსამართლოდ დასჯის თავის ქალიშვილს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ლინდა შემოირიგოს. ლინდას კი მხოლოდ წიწაკაში მომზადებული ქათამი სურს, რომლის მომზადებაც დედამ არ იცის.“ ნამუშევარი ძალიან სასაცილო, ნაზი და ამავდროულად ცოტა თავხედურია, სწორედ ამის გამო დაიმსახურა მან უდიდესი სიმპათია.
ჟიურიმ ასევე პრიზი გადასცა უნგრელ რეჟისორ არონ გაუდერს მისი ღრმად პოლიტიკური ნამუშევრისთვის, რომელიც აჩვენებს რომ ანიმაცია მხოლოდ ბავშვებისთვის არ არის.
„წლების განმავლობაში ,,ანსის” ანიმაციური კინოფესტივალი გახდა ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო ღონისძიება ყველა ჟანრისა და სტილის ანიმაციური ფილმისათვის. ერთი მხრივ კრეატიულობა, მეორე მხრივ კი ბიზნესი, სწორედ ეს ორი პოლუსია ძალიან კარგად შერწყმული ამ ერთ ფესტივალში“, – ევრონიუსის ჟურნალისტი ფრედერიკ პონსარი/

