მთავარიამერიკაჩილეჩილეში მეცნიერებმა დინოზავრების ახალი სახეობის ნამარხები აღმოაჩინეს

ჩილეში მეცნიერებმა დინოზავრების ახალი სახეობის ნამარხები აღმოაჩინეს

გონკოკენ ნანოი-ასე ეწოდება აქამდე უცნობ დინოზავრის სახეობას, რომლის სიგრძე 4 მეტრს, ხოლო წონა 1 ტონას შეადგენდა. ჩილეში მეცნიერებმა დინოზავრების ახალი სახეობის ნამარხები აღმოაჩინეს.

,,გამოცდილება გვეუბნება, რომ ჩილეში აღმოჩენილი დინოზავრები ძალიან იშვიათი სახეობისაა. ნაპოვნი ხუთი დინოზავრის ნამარხიდან სამს ძალიან დიდი მეცნიერული მნიშვნელობა აქვს, რადგან მსგავსი ნეშტები აქამდე მსოფლიოს არც ერთ ნაწილში არ აღმოჩენილა. გასაკვირია, რომ ნეშტი ასეთი კარგი სახით არის შემორჩენილი ჩვენამდე, რაც მსოფლიოს მასშტაბით ძალიან იშვიათია. ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ ჩილეს განსაკუთრებული ბიოგეოგრაფიული წარსული ჰქონდა”, -ამბობს ჩილეს უნივერსიტეტის დირექტორი, ალექსანდერ ვარგასი.

ძიება თითქმის 10 წლის წინ დაიწყო, მას შემდეგ რაც ჩილეს ანტარქტიდის ინსტიტუტის ექსპედიციამ მოყვითალო ძვლების ფრაგმენტები აღმოაჩინა მდინარე ლას ჩინასის ველზე.

ეს ადგილი ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი პალეონტოლოგიური აღმოჩენების ეპიცენტრი იყო. მეცნიერებმა არა მხოლოდ დინოზავრის ახალი სახეობის იდენტიფიცირება, არამედ მისი ჩონჩხის ციფრული რეკონსტრუქცია შეძლეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend