მთავარიმსოფლიოევროპანატო კოსოვოში დაძაბულობის განსამუხტად კიდევ 700 ჯარისკაცს გზავნის

ნატო კოსოვოში დაძაბულობის განსამუხტად კიდევ 700 ჯარისკაცს გზავნის

თურქული „კომანდოს“ ბატალიონი ნატოს თხოვნით ძალადობისა და არეულობის ჩასახშობად ჩრდილოეთ კოსოვოში ჩავიდა. ვარაუდობენ, რომ ბალკანეთის ქვეყანაში სახმელეთო გზით მიემართება ტექნიკით დატვირთული სამხედრო კოლონაც. ნატოში აცხადებენ, რომ 700 სამხედროს გაგზავნიან ჩრდილოეთ კოსოვოში დაძაბული ვითარების განსამუხტად.

ნატოს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო არმია, რომელიც ჩრდილოეთ კოსოვოში სამშვიდობო მისიაში არის ჩართული, 3800 ჯარისკაცისგან შედგება, მათ შორის 350 თურქი ჯარისკაცია.

გასულ კვირას ეთნიკურ სერბებთან ძალადობრივი შეტაკებების შედეგად დაიჭრა 30 ჯარისკაცი.  უმეტესობას აღენიშნება  მოტეხილობა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით მიყენებული დამწვრობა.

ჩრდილოეთ კოსოვოში დაპირისპირება, ნატოს დაქვემდებარებაში მყოფმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიამ, ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.

აქციის მონაწილეები ახალარჩეულ ალბანელ მერებს მუნიციპალურ შენობებში შესვლის საშუალება არ აძლევდნენ. სამართალდამცველების ინფორმაციით, დემონსტრანტებმა მერიის წინ, პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, ძალოვნებმა კი მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. თავის მხრივ, მომიტინგეებმა პოლიციას ქვები და ჯოხები დაუშინეს.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend