კატეგორიები

კოსოვოში ნატოს სამშვიდობო ძალებმა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

კოსოვოში ნატოს სამშვიდობო ძალებმა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

ჩრდილოეთ კოსოვოში ნატოს სამშვიდობო ძალებმა უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს მერიის შენობის წინ,  იმ ადგილას, სადაც გასულ კვირას შეტაკებების დროს 80-ამდე ადამიანი დაშავდა.

ოთხშაბათს, უკვე მესამედ, ასობით ეთნიკურად სერბი შეიკრიბა ზვეჩანის მერიის შენობის წინ. ისინი ჩრდილოეთ კოსოვოდან პოლიციის სპეციალური დანაყოფების გაყვანასა და მერიაში არჩეული ეთნიკურად ალბანელი ოფიციალური პირების გადაყენებას მოითხოვენ. როგორც ცნობილია, სერბებმა ბოლო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს.

აქციის მონაწილეებმა მერიის შენობის წინ სერბეთის უზარმაზარი, თითქმის 200-მეტრიანი დროშა გაშალეს.

ვითარების განმუხტვას  საერთაშორისო საზოგადოება ცდილობს. ევროკავშირის ოფიციალური პირები უკვე შეხვდნენ სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს.

პარალელურად, ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს მართავს კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ალბინ კურტიც.

საერთაშორისო საზოგადოება შიშობს, რომ დაძაბულობა და არეულობა კონფლიქტს განაახლებს.

ნატო ადგილზე დამატებით 700 სამხედროს გზავნის. ამავდროულად, გერმანიის მთავრობის სპიკერი აცხადებს, რომ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დღეს კოსოვოსა და სერბეთის ლიდერებს შეხვდებიან.

დაკავშირებული ამბები
ბერძნულ კუნძულ ანდროსზე ერთ-ერთი მონასტრის აღდგენილი კოშკები ხელოვნების გალერეად გადაკეთდა ისრაელმა ბეირუთში „ჰეზბოლას“ სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშები მიიტანა
სხვა ამბები