კატეგორიები

ახალი აღმოჩენა პომპეიში

ახალი აღმოჩენა პომპეიში

არქეოლოგებმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 79 წელს ვულკან ვეზუვის  ამოფრქვევის შედეგად დაღუპული კიდევ 3 ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს. ადამიანების ჩონჩხი ერთ-ერთ ანტიკურ საცხობში იპოვეს. როგორც ჩანს, იქ ორი ქალი 3 – 4 წლის ბავშვთან ერთად ცდილობდა დამალვას.

პომპეის არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელის გაბრიელ ზუხტრიგელის თქმით, ამოფრქვევის შედეგად დაღუპული სამი ადამიანის ჩონჩხის აღმოჩენამ გააერთიანა არქეოლოგების, ანთროპოლოგების, ვულკანოლოგების, სეისმოლოგებისა და არქეობოტანიკოსების გუნდი, რომელიც მუშაობს იმისათვის, რათა მაქსიმალური ინფორმაცია მოიპოვოს აღმოჩენილი მასალიდან.

ბოლო რამდენიმე აღმოჩენა „პომპეის მასშტაბური პროექტის“ წყალობით გაკეთდა. პროექტი 2012 წელს დაიწყო ისტორიულ ადგილზე ნიადაგის რღვევის შესაჩერებლად. 100 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯა კონსერვაციისა და გათხრებისთვის.

იტალიის კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ პროექტი წარმატებით მიმდინარეობს.

დაკავშირებული ამბები
ისრაელის მასირებულ იერიშებს ლიბანზე სულ მცირე 182 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა მსოფლიო ლიდერები სამშვიდობო ზავს პოზიტიურ ნაბიჯად აფასებენ
სხვა ამბები