კატეგორიები

კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრემისტული ჯგუფის „ფიცის მცველების“ დამაარსებელს სტუარტ როუდსს გუშინ 18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს შეთქმულების ორგანიზებისთვის. როგორც ცნობილია,  პრეზიდენტ ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ექვს იანვარს,  კაპიტოლიუმის შენობას დაესხნენ თავს.

სტიუარტ როუდსი პირველი ადამიანია, რომელიც 6 იანვარს მოწყობილი შეთქმულების ბრალდებით გაასამართლეს.

ბრალდებულის ადვოკატი ედვარდ ლ. ტარპლი ამბობს, რომ სტუარტ როუდსი უდანაშაულოა და იგი არ  ხელმძღვანელობდა 6 იანვრს მომხდარ მოვლენებს. ედვარდ ლ. ტარპლი დასძენს, რომ იგიც, ისევე, როგორც მისი ორგანიზაცია, სასურველი სამიზნე გამოდგა და იუსტიციის სამინისტრომ ის განტევების ვაცად გამოიყენა.

კაპიტოლიუმზე თავდასხმასთან დაკავშირებული 1000-ამდე საქმიდან როუდსს ჯერჯერობით ყველაზე ხანგრძლივი სასჯელი მიესაჯა. როგორც ცნობილია, პროკურორები მისთვის 25-წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვდნენ.

დაკავშირებული ამბები
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 200 000-მდე უცხოელისთვის ვიზების გაუქმებას გეგმავს დონალდ ტრამპის მიერ კანადურ საქონელზე ტარიფების ამოქმედებას სამი დღით აჩერებს
სხვა ამბები