25-დან 28 მაისის ჩათვლით თბილისში წიგნის საიუბილეო, 25-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფესტივალი მკითხველებს ექსპო ჯორჯიას პავილიონებში უმასპინძლებს. წიგნის ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა, როგორც მთავარი სცენა ლიტერატურული ღონისძიებებისთვის, ასევე საბავშვო შემეცნებით-გასართობი კუთხე ფესტივალის პატარა დამთვალიერებლებისთვის.
“ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში ამ თემაზე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ანა მარწყვიშვილმა და გამომცემლობა “ინტელექტისა” და “არტანუჯის” მთავარმა რედაქტორმა, ზვიად კვარაცხელიამ ისაუბრეს.