“ტექგოგო”

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ევროკავშირისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით ახლახან ციფრული სოციალური საწარმო „ტექგოგო“ გაიხსნა.
ციფრული სააგენტოს მიზანს ქვემო ქართლში ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, განათლებაზე ხელმისაწვდომობა და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი ციფრული პროფესიების დაუფლების ხელშეწყობა წარმოადგენს.

„ტექგოგო“ ციფრულ სკოლასა და სააგენტოს აერთიანებს, რომლის მისია დასაქმების ბაზარსა და ციფრული პროფესიული განათლების სივრცეში თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნაა.

ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში “ტექგოგოს” აღმასრულებელმა დირექტორმა, თეონა ქავთარაშვილმა ისაუბრა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend