ზაპორიჟიაში ანტისაჰაერო სირენების ხმა ისმის. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, რუსულმა ძალებმა რეგიონს 70-ჯერ შეუტიეს. რვა ადამიანი დაიღუპა საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის დროს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს, რომ ზაპორიჟიისა და ხერსონის რეგიონში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინელები ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე წინ მიიწევენ.
რუსული მხარე ამტკიცებს, რომ მათ დონეცკის რეგიონში უკრაინელთა რამდენიმე შეტევა მოიგერიეს.
მანამდე პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საგაზაფხულო კონტრშეტევა ჯერ ვერ დაიწყება, რადგან არ აქვთ საკმარისი იარაღი და საბრძოლო მასალა.
ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროპა მზად არის, უკრაინას დამატებით შეიარაღება და საბრძოლო მასალა გაუგზავნოს.
შვეიცარიამ, სადაც დებატები მიმდინარეობდა, მიეწოდებინათ თუ არა უკრაინისთვის იარაღი, მზადყოფნა გამოთქვა, შეამსუბუქოს კანონი ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით. შვეიცარიის სახელმწიფოთა საბჭოს უსაფრთხოების პოლიტიკის კომისიამ იარაღის ექსპორტს გზა გაუხსნა.
ამავდროულად, შეერთებული შტატები მიესალმება სამხრეთ აფრიკის განცხადებას, რომ გამოიძიებს რუსეთისთვის იარაღის გადაცემის შესაძლო ფაქტებს. ამერიკის ელჩი სამხრეთ აფრიკას, რომელიც ამტკიცებდა, რომ უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ნეიტრალური პოზიცია ჰქონდა, მოსკოვისთვის იარაღის მიწოდებაში ადანაშაულებს.
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა ბრალდებებთან დაკავშირებით და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა მოითხოვა.