კატეგორიები

ჯო ბაიდენმა ოფიციალურად განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის

ჯო ბაიდენმა ოფიციალურად განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოფიციალურად განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის და ამერიკელებს მოუწოდა, კიდევ ოთხი წელი მისცენ, რათა დაასრულოს ის, რაც დაიწყო.

„როდესაც ოთხი წლის წინ ვიყარე კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში, ვთქვი, რომ ჩვენ ვიბრძვით ამერიკის სულისთვის. ისევ ვაგრძელებთ. საკითხი, რომლის წინაშეც ვდგავართ, არის ის, რომ მომდევნო წლებში გვექნება მეტი თავისუფლება თუ ნაკლები თავისუფლება, მეტი უფლება თუ ნაკლები. მე ვიცი, რა მინდა იყოს პასუხი და ვფიქრობ, რომ თქვენც იცით. გულდამშვიდებულად ყოფნის დრო არ არის, ამიტომაც ვაპირებ ხელახლა არჩევისთვის კენჭისყრას. შემოგვიერთდით, დავასრულოთ საქმე“, – განაცხადა ბაიდენმა.

მედიის ინფორმაციით, ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი კვლავ ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი იქნება.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წელს გაიმართება.

დაკავშირებული ამბები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ნატოსთან ურთიერთობების გადახედვაზე ფიქრობს დონალდ ტრამპის მტკიცებით, ირანი აშშ-ს „შეთანხმების დადებას ევედრება“
სხვა ამბები