კატეგორიები

არჩევნები კოსოვოში

არჩევნები კოსოვოში

პირველად, ომის შემდეგ, კოსოვოს ჩრდილოეთში, 4 მუნიციპალიტეტს, რომლებშიც ძირითადად სერბები ცხოვრობენ, ალბანური თემის ლიდერები უხელმძღვანელებენ, ისინი ამ მიდამოებში უმცირესობას წარმოადგენენ.

არჩევნებს, ბელგრადის მხარდაჭერით, ბოიკოტი გამოუცხადეს სერბულმა პარტიებმა და იქ მცხოვრებმა მოქალაქეებმა.

სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, ამ ფაქტმა სერბი ხალხის უპრეცედენტო ერთიანობა, დისციპლინა და პასუხისმგებლობა აჩვენა. მისი თქმით, სერბებმა ეროვნული შეგნება, კეთილსინდისიერება და პასუხისმგებლობა გამოავლინეს. მისი შეფასებით,  ეს ის ძლიერი ერია, რომელიც აცნობიერებს ყოველდღიურ ზეწოლასა და საფრთხეებს.

ჟურნალისტ ქშემალ რექსას თქმით, ამ პროცესს არც შედეგი მოუტანია და არც ვინმეს გაუმარჯვია. იგი ფიქრობს, რომ ეს არ არის კარგი კოსოვისთვის, რადგან ყურადღება გადააქვს ამჟამად არსებულ კრიზისზე და არ მოიცავს ფართო სურათს. ბრიუსელისა და შემდგომ ორჰიდის შეთანხმების თანახმად კი,  სერბეთმა შესაძლოა აღიაროს კოსოვოს სახელმწიფოს არსებობა.

თუმცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის განსხვავებული მოსაზრება აქვს.  ორშაბათს მან მიულოცა არჩევნებში  გამარჯვებულებს და სთხოვა მათ, ემუშავათ ყველა მოქალაქისთვის, მაშინაც კი, როცა  ამომრჩეველთა უმრავლესობამ მათ ბოიკოტი გამოუცხადა.

Related news
ევროკავშირში ჰორმუზის სრუტის დაცვის მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, თუმცა ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს ორბანი აცხადებს, რომ 12 აპრილს უნგრელები არჩევანს მშვიდობასა და ომს შორის გააკეთებენ
სხვა ამბები