მთავარიევროპაუკრაინაუკრაინული სამხედრო ფორმირებები განაგრძობენ წვრთნებს და დაგეგმილი კონტრეშეტევისთვის ემზადებიან

უკრაინული სამხედრო ფორმირებები განაგრძობენ წვრთნებს და დაგეგმილი კონტრეშეტევისთვის ემზადებიან

უკრაინაში მოქალაქეები ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე გავიდნენ და პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას. მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის აღდგომის დღესასწაულის შემდეგ იწყება მიცვალებულთა ხსენების კვირა. უკრაინელები, ტრადიციულად საფლავებზე დღესასწაულის შემდეგ კვირა დღეს გადიან.

კრივი-რიჰის მცხოვრების ტატიანა პლატინას თქმით, უკრაინაში ამ დროს იხსენებენ ნათესავებს, ბებიებს, ბაბუებს, წინაპრებს, მათ, ვინც უკვე განვლო თავისი ცხოვრება. თუმცა ტატიანა ამბობს, რომ  წლევანდელი წელი უჩვეულოა, რადგან ომის დაწყების შემდეგ მისი ძალიან ბევრი მეგობარი და ნაცნობი დაიღუპა.

ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მეომრებს, რომლებიც, ყველაფრის მიუხედავად, მტკიცედ დგანან პოზიციებზე. მისი თქმით,  თუ უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში მეტ-ნაკლებად სიმშვიდეა და გაზაფხულის მზიან და მშვიდ დღეს შეიგრძნობენ,  ეს იმ მეომრების დამსახურებაა, რომლებიც ფრონტის ხაზზე უმძიმეს ბრძოლებში არიან ჩართული.

ამავდროულად, კიევთან ახლოს უკრაინული სამხედრო ფორმირებები განაგრძობენ წვრთნებს და დაგეგმილი კონტრეშეტევისთვის ემზადებიან.

წვრთნებში მონაწილეობენ უკრაინის ეროვნული გვარდიის წევრები და მოხალისეები. სწავლება ტაქტიკურ მედიცინაში, სროლაში, ზოგად ტაქტიკასა და ჯავშანტექნიკის გამოყენებაში მიმდინარეობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend