კატეგორიები

ემანუელ მაკრონმა დაძაბულობის განსამუხტად საფრანგეთში ტურნე დაიწყო

ემანუელ მაკრონმა დაძაბულობის განსამუხტად საფრანგეთში ტურნე დაიწყო

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაძაბულობის განმუხტვის მიზნით საფრანგეთის მასშტაბით ტურნე დაიწყო, რათა მოსახლეობას უკეთ გააცნოს და აუხსნას თავისი საპენსიო რეფორმის აუცილებლობა. მთავრობის საპენსიო რეფორმას საფრანგეთის მოსახლეობა თითქმის უკვე 3 თვეა აპროტესტებს. ემანუელ მაკრონს ზოგიერთ ადგილას ტაფებით, ქვაბებითა და სასტვენებითაც კი დახვდნენ.

სადავო საპენსიო რეფორმის კრიტიკის მიუხედავად, საფრანგეთის პრეზიდენტმა დაძაბულობის განსამუხტად და თავისი გეგმების განსახორციელებლად საფრანგეთის მასშტაბით ტურნე დაიწყო.

ტაფები და ქვაბები საფრანგეთს წინ ვერ წასწევს, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა, როდესაც მას რეფორმასთან დაკავშირებულ პროტესტებზე  დაუსვეს კითხვა.

ზოგიერთი დემონსტრანტი მას სწორედ ტაფებით, ქვაბებითა და სასტვენებით დახვდა.

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ბრაზი აშკარაა და იგი სხვას არც ელოდა, თუმცა დასძენს, რომ ეს ხელს ვერ შეუშლის,  ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ჩავიდეს. მისი მიზანია, გააგრძელონ მოქმედება და წინსვლა.

დღეს პრეზიდენტი მაკრონი ეროს რეგიონის ერთ-ერთ სკოლას ეწვევა საგანმანათლებლო საკითხების განსახილველად. 3-თვიანი დემონსტრაციებისა და აღშფოთების მიუხედავად, გასულ პარასკევს საფრანგეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც საპენსიო ასაკის 62 წლიდან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.

დაკავშირებული ამბები
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიო 2008 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ეკონომიკური გამოწვევების წინაშეა საპრეზიდენტო არჩევნებამდე 1 წლით ადრე, ფრანგულ მედიაზე კრემლის გავლენები იზრდება
სხვა ამბები