კატეგორიები

ხანგრძლივი გვალვის გამო ესპანეთი შესაძლოა ხორბლისა და ქერის გარეშე დარჩეს

ხანგრძლივი გვალვის გამო ესპანეთი შესაძლოა ხორბლისა და ქერის გარეშე დარჩეს

ხანგრძლივი გვალვის გამო ესპანეთი შესაძლოა ხორბლისა და ქერის გარეშე დარჩეს. ესპანეთის რამდენიმე რეგიონში უკვე რამდენიმე თვეა გვალვაა. არსებული მდგომარეობის შესაფასებლად მთავრობამ ეროვნული კომიტეტის სხდომა მოიწვია.

„თუ ნალექის მხრივ მდგომარეობა რამდენიმე დღეში არ გაუმჯობესდება, მაშინ იმ კულტურების წარმოება, რომლებსაც ბევრი წყალი სჭირდებათ, საგრძნობლად შემცირდება. წინასწარი ვარაუდით, ძალიან რთული ვითარებაა. თუ ასე გაგრძელდა, მოსავალი შემცირდება. შესაბამისად, გაიზრდება ფასებიც,“ – ამბობს სარაგოსის პირენეის ეკოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი სერხიო ვისენტე-სერანო.

ამ პრობლემის წინაშე დგანან ევროპის სხვა ქვეყნებიც. ევროპის გვალვების რუკაზე, რომელიც სატელიტი კოპერნიკუსის კლიმატის ცვლილების სამსახურის მიერაა შედგენილი, ჩანს, რომ ევროპის სამხრეთ რეგიონში ნიადაგის დაბალი ტენიანობა აღინიშნება.

„ჩვეულებრივ, სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ჩვენ წვიმას, შემოდგომასა და ზამთარში ველით ხოლმე. თუმცა წელს ბევრ ქვეყანაში ასე არ ამოხდა. ჩვენ  სასოფლო-სამეურნეო სეზონის მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ. რადგან ნიადაგის ძალიან დაბალი  ტენიანობაა, ჩვენ უნდა ვეძებოთ ახალი ტექნოლოგიები, რომლებისთვისაც ნაკლები წყალია საჭირო. უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მეტი წყალი გადავამუშაოთ,” – ამბობს „კოპერნიკუსის“ კლიმატის ცვლილების სამსახური ასოცირებული დირექტორი სამანტა ბურგესი.

დაკავშირებული ამბები
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ირანის ომს ერაყის 2003 წლის ომზე „გაცილებით უარესი“ შედეგი ექნება ესპანეთი აცხადებს, რომ მისი ბაზები ვერ იქნება გამოყენებული სამხედრო მიზნებისთვის
სხვა ამბები