მთავარიევროპაუკრაინაბახმუტის რაიონში, რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის მძიმე ბრძოლებია

ბახმუტის რაიონში, რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის მძიმე ბრძოლებია

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი იმყოფება კანადაში, სადაც მხარეებმა სავაჭრო მოდერნიზაციის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. კანადის პრემიერ-მინისტრმა უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა. ამავდროულად, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს უკრაინაში დონეცკის რეგიონში. გრძელდება დაპირისპირება ქალაქ ბახმუტისთვისაც. ჩასივ-იარი კი, რომელიც ბახმუტიდან 10 კილომეტრშია, რუსულ ძალებს სამი მხრიდან ალყაში აქვთ მოქცეული.

დონეცკის ოლქში,  ბახმუტის რაიონში, რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის შეტაკებები დღე და ღამე გრძელდება. ჩასივ-იარში, რომელიც ბახმუტიდან 10 კილომეტრშია, ერთი სახლიც კი არ დარჩა დაუნგრეველი. ქალაქი სამი მხრიდან რუსული ძალების მიერ ალყაშია მოქცეული. მშვიდობიანი მოქალაქეების დიდი ნაწილი  გაიყვანეს. მათ კი,  ვინც ქალაქში დარჩა,  შიშში, ტყვიებისა და ჭურვების სროლის ფონზე უწევთ ცხოვრება.

თავის ყოველდღიურ მიმართვაში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიმდინარე ომის ამ ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,  უკრაინელებმა არ მოადუნონ ყურადღება და არ გადასცდნენ იმ გზას, რომელიც  მათ აირჩიეს.

ამავდროულად, უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი კანადაშია. იგი შეხვდა კანადის პრემიერს ჯასტინ ტრიუდოს, რომელიც, თავის მხრივ, უკრაინას მორიგ სამხედრო დახმარებას დაჰპირდა. მან ასევე რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა. მხარეებმა ასევე ხელი მოაწერეს სავაჭრო მოდერნიზაციის შეთანხმებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend