მთავარიმსოფლიოდაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა შედარებით განიმუხტა. გასული ღამის განმავლობაში მუსლიმანური დღესასასწაულის რამადანის წმინდა თვის ფარგლებში ასობით პალესტინელი სალოცავად ალ-აქსის მეჩეთში იყო შეკრებილი, ლოცვის დასრულების შემდეგ პოლიციის მოთხოვნის მიუხედავად, მათ არ დაუტოვებიათ მეჩეთის ტერიტორია. დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით პოლიციამ თავი შეიკავა ტაძრიდან მათი იძულებით გამოყვანისგან. ამავდროულად, ასობით ებრაელი იერუსალიმის დასავლეთ კედლისკენ გადაიყვანეს, სადაც ისინი პასექის დღესასწაულს აღნიშნავენ.

ისრაელში ასობით ებრაელი ქალაქის დასავლეთ კედელთან უსაფრთხოდ მიიყვანეს. ეს მათთვის უწმინდესი ადგილია, სადაც ისინი პასექის დღესასწაულს აღნიშნავენ.

გასული ღამის განმავლობაში მუსლიმანური დღესასწაულის რამადანის წმინდა თვის ფარგლებში ასობით პალესტინელი სალოცავად ალ-აქსის მეჩეთში იყო შეკრებილი. პოლიციის მოთხოვნის  მიუხედავად, მათ არ დაუტოვებიათ მეჩეთის ტერიტორია. საბოლოო ჯამში არეულობის თავიდან აცილების მიზნით პოლიციამ  თავი შეიკავა და არ დაშალა შეკრებილები, როგორც ეს გასულ დღეებში მოხდა.

მანამდე კი ასობით ადამიანი დაესწრო ბრიტანელ-ისრაელელი დების დაკრძალვას. ისინი პარასკევს დასავლეთ სანაპიროზე მომხდარი სროლის დროს დაიღუპნენ. ბოლო ინფორმაციით, ესროლეს გარდაცვლილი დების დედასაც.  იგი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. დედამ ჯერ კიდევ არ იცის შვილების დაღუპვის ამბავი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend