ქალაქი მლეიჰა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შემავალ საამირო შარჯაში მდებარეობს, იუნესოს მსფოლიოს მემკვიდრეობის ნუსხაში შედის. იქ უმარავი არქეოლოგიური ძეგლია ნაპოვნი იქნება ეს ნრინჯაოს ხანის სამარხები, ციხესიმაგრეებუ თუ ქანები.
მელიჰის არქოლოგიური ცენტრი მახველებს საშუალებას აძლევს ამ რეგიონის უძველესი ბინადრების ამბები გაიგონ დაწყებული პალოლითური, ნეოლითური, ბრინჯაოს თუ რკინის ხანიდან წინაისლამურ, ისლამურ და თანამედროვე პერიოდების ჩათვლით.
მელიჰის გარშემო მთებში უამრავი სალაშქრო ბილიკი გადის, მათ შორის გამოქვალულტა დაბლობზე, რომლებიც ტურისტებს შეუძლიათ ფეხით მოიარონ.
თარინდუ ვიქრამა ეჩჩილაჯი, შარჯის ინვესტიციებისა და განვითარების სააგენტოს ოპერაციებისა და ტურიზმის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ „ევრონიუსს“ განუცხადა:
” ნეოლითურში ნეო – ნიშნავს ახალს, ხოლო ლითოსი – ქვას. ჩვენ ვსაუბრობთ ახალ ქვის ხანაზე, აქ არის ადგილები, რომლებშიც დაცულია ისეთი არქეოლოგიური ნიმუშები, როგორებიცაა კაჟის ქვისაგან გამოთლილი ისრის წვეტიდა სალესები. ირგვლივ უამრავი კაჟი ყრია.“
გვხვდება ასევე ბრინჯაოს ხანის არტეფაქტები და ჩონჩხის ნაწილები, რომლებიც სწორედ ამ გამოქვაბულში იპოვეს. ეს ერთ-ერთი ისეთი გამოქვაბულია ამ გამოქვებულების დაბლობზე, რომელშიც შესვლა შეიძლება.“
ნავარ ალ-ქასიმი შარჯის ხელოვნების ფონდის ვიცე-პრეზიდენტია. იგი ემირატებში ამ არემარეში გაიზარდა და ბუნებაში ხეტიალისა და ლაშქრობის ტრფიალია.
„ეს ადგილი იმით არის გამორჩეული, რომ, ჯერ ერთი ფაქტობრივად, სახლის კართან გაქვს. შარჯაში იმდენია ასეთი ადგილი, სადაც ძრომიალი შეიძლება და თანაც აქ მოსვლა ძალიან ადვილია. არ არის აუცილებელი, გამოცდილი მოლაშქრე იყო, აქ რომ ამოხვიდე,“ – ამბობს ნავარი.
მდიდარი ისტორიიისა და ულამაზესი პეიზაჯების წყალობით, მლეიჰას შემოგარენში გადაჭიმული უდაბნო ერთ-ერთი საუკეთესო სათავგადასავლო ადგილია საამიროებში წითელი ქვიშის დიუნების გამო.
ქვიშებში ღია სპორტული ავტომობილით რბოლა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გასართობია მლეიჰას უდაბნოში. ადრენალინის მოყვარულ ტურისტებს შეუძლიათ რბოლა ქანების კლდემდე გააგრძელონ. ამ კლდეზე იმ ზღვის ბინადართა გაქვავებული ნაშთებია, რომლებიც დაახლოებით 60 მილიონი წლის წინ ბინადრობდა ზღვის ფსკერზე. აქვე ახლოს არის აქლემის კლდე, რომელიც გეოგრაფიული ღორსსესანიშნაობაა და 80 მილიონ წელს ითვლის. აქლემის კლდე კი იმიტომ უწოდეს, რომ აქლემის თავის ფორმა აქვს. ამ ორ კლდეს ულამაზესი პეიზაჟებზე გამავალი სალასქრო ბილიკები უვლის გარს. უდაბნოში ვარსკვლავებზე დაკვირვება და კარვებით ღამისთევა ძალიან პოპულარულია თავგადასავლების მოყვარულთათვის.
„შარჯა ისეთი რეალურია. ის ისეთია, როგორიც არის და არ ცდილობს რამე დაიბრალოს… აქ ყველაფერია იქნება ეს ხელოვნება, კულტურა, მუსიკა, განათლება, ფილმები თუ ლაშქრობა. აქ მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდის ხალხი, რადგან აქაურობა ამ რეგიონის ავთენტური ხელწერაა“, – ამბობს ნავარ ალ-ქასიმი.
ავტორი: ჯეინ უიზერსპუნი