კატეგორიები

ესპანეთში ტყის ხანძარი მძვინვარებს

ესპანეთში ტყის ხანძარი მძვინვარებს

ესპანეთში მასშტაბური ტყის ხანძარი უკვე მეხუთე დღეა მძვინვარებს. ხანძარმა 4000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი გაანადგურა. ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ვითარება მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით კიდევ უფრო გართულდება.

ტემპერატურის მკვეთრმა მატებამ და გვალვამ  ხელი შეუწყო ტყის ხანძრების გაჩენას, რომლებიც მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყო.

ცეცხლის ჩასაქრობად ხელისუფლება არ იშურებს ძალისხმევას. გამოყოფილია  დრონები, რომლებითაც ხანძრის გავრცელების არეალს ადგენენ. მეხანძრეების მუშაობას ქარი და მშრალი მეტეოროლოგიური პირობები ართულებს.

აღმოსავლეთ ესპანეთში, კასტელიონისა და ტერუელის პროვინციებში, ხანძრის შედეგად 1500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

დაკავშირებული ამბები
მადრიდის ცნობით, სეუტაში 80 000 მიგრანტი იყო გადასული ევროკავშირი ესპანეთისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გადაცემას განიხილავს
სხვა ამბები