კატეგორიები

ავღანეთსა და პაკისტანში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

ავღანეთსა და პაკისტანში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

ავღანეთსა და პაკისტანში  6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

300-ზე მეტი, მიწისძვრის შედეგად დაშავებულები კი  საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ქაბულში მოქალაქეებმა ღამე ღია ცის ქვეშ გაატარეს. მიწისძვრის ეპიცენტრი ავღანეთში, მთიან ჰინდუქუშის რეგიონში დაფიქსირდა, რომელიც პაკისტანსა და ტაჯიკეთს ესაზღვრება.

მიწისძვრის ბიძგები ტაჯიკეთშიც იგრძნობოდა. ორი თვის წინ დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა სირიასა და თურქეთში, რასაც 51 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაკავშირებული ამბები
გერმანელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა მედიცინის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიიღეს არიდებული ავიაკატასტროფა დუბაი - თელ-ავივის რეისზე
სხვა ამბები