მთავარიევროპაუკრაინარუსი სამხედროები ხერსონის დაბომბვას განაგრძობენ

რუსი სამხედროები ხერსონის დაბომბვას განაგრძობენ

უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში ხერსონის ოლქი მუდმივად იბომბება. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსი სამხედროების იერიშს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სიკვდილი და ნგრევა ომისგან გამოწვეული შედეგებია.

როდესაც რუსი სამხედროები ხერსონის დაბომბვას წყვეტენ, ადგილობრივ მოსახლეობას იმედი უჩნდება, რომ ეს  დასასრულის დასაწყისია. განსაკუთრებით რთულ ვითარებაში არიან უკრაინელი ფერმერები. ისინი უვლიან საკუთარ მინდვრებს, რათა შეძლონ უკრაინის მოსახლეობის გამოკვება. მაგრამ იქ, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა, ბევრ აუფეთქებელ ჭურვს ნახავთ, რაც ფერმერების მუშაობას კიდევ უფრო ართულებს. ფერმერები გუთნებით ცდილობენ აუფეთქებელი ჭურვების შეგროვებას.

ფერმერი ანდრიი ლიტვინოვი ამბობს, რომ მეფურნეები დაეხმარნენ მას 250 ჰექტარი მიწის დათვალიერებაში. მათ ამისთვის ოთხი დღე დასჭირდათ. ლიტვინოვი  კვლავ ეძებს ჭურვებს. სახნავი მინდვრების სრულად გაწმენდისთვის ფერმერებს დახმარება სჭირდებათ.

უკრაინაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დაახლოებით  ორ-ნახევარი მილიონი ჰექტარი მიწა უნდა შემოწმდეს და გასუფთავდეს ასაფეთქებელი ნივთიერებებისგან. აქედან 800 000 ჰექტარი მნიშვნელოვანია საგაზაფხულო თესვის დასაწყებად. მაგრამ სრული განაღმვისთვის აუცილებელია სპეციალური აღჭურვილობა, რომელიც უკრაინამ საერთაშორისო პარტნიორებისგან უნდა მიიღოს.

ასევე საჭიროა ფერმერებისთვის შესაბამისი ტექნიკის შეკეთება, ტრაქტორების შესაკეთებელი ნაწილები კი ადვილად არ მოიპოვება.

ხერსონში ფერმერები იმედოვნებენ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების დაახლოებით 30%-ზე, მდინარე დნიპროს მარჯვენა სანაპიროს გათავისუფლებულ ტერიტორიებზე შეძლებენ დათესვას. ეს საკმარისი არ არის, თუმცა მაინც იმედის მომტანია.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend