საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში დღეს ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი სახელმძღვანელოს „მარნის მასპინძელი“ პრეზენტაცია გაიმართება. შეხვედრის ორგანიზატორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.
დღევანდელი ღონისძიების მიზანია მარნის მასპინძლის, როგორც ახალი პროფესიის დანერგვის მნიშვნელობის შეფასება და პროფესიული პროგრამის ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელოს წარდგენა.
ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ლიკა კილაძემ ისაუბრა.