მთავარიევროპაუკრაინაგაეროს გენერალური მდივანი კიევში მარცვლეულის მიწოდების საკითხის განსახილველად ჩავიდა

გაეროს გენერალური მდივანი კიევში მარცვლეულის მიწოდების საკითხის განსახილველად ჩავიდა

გაეროს გენერალური მდივანი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს  უკრაინაში მიმდინარე ომს. გუშინ იგი  ოფიციალური ვიზიტით ეწვია კიევს. ანტონიუ გუტერეში შეხვდა  პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივების საკითხი განეხილათ.

გუტერეშის თქმით, ეს ერთი წლის განმავლობაში უკრაინაში მისი მესამე ვიზიტია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას უკრაინისადმი. ვიზიტის მიზანია ასევე, ქვეყანას გამოსავლის ძიებაში დაეხმარონ. გაეროს პოზიცია, რომელზეც გუტერეში მუდმივად საუბრობს, ნათელია.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა არის გაეროსა და საერთაშორისო კანონების დარღვევა. მისი თქმით, უკრაინის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ერთიანობა და ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს დაცული მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

უკრაინული მარცვლეულის სხვა ქვეყნებისთვის მიწოდება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად შეფერხდა. რამდენიმე თვის წინ თურქეთისა და გაეროს ჩართულობით გაიმართა ხანგრძლივი მოლაპარაკებები. მხარეები მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების უსაფრთხო გადაზიდვაზე შეთანხმდნენ. მარცვლეულის შეთანხმების ვადა 18 მარტს იწურება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend