მთავარიმსოფლიოვრცელდება ახალი ინფორმაცია ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენის აფეთქებასთან დაკავშირებით

ვრცელდება ახალი ინფორმაცია ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენის აფეთქებასთან დაკავშირებით

ევროპელი და შეერთებული შტატების ოფიციალური პირების მიერ შესწავლილი ახალი სადაზვერვო მონაცემების მიხედვით, გასულ წელს ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენზე თავდასხმა პროუკრაინულმა დივერსიულმა ჯგუფმა განახორციელა.

შემთხვევა ბალტიის ზღვის საერთაშორისო წყლებში დანიის კუნძულ ბორნჰოლმთან მოხდა. აფეთქების შედეგად დიდი რაოდენობის გაზი ამოდიოდა ზღვის ფსკერიდან.

გერმანულ გამოცემა „დი ცაიტში“, რომელიც გამომძიებლების ინფორმაციას ეყრდნობა, აცხადებენ, რომ თავდასხმა ექვსკაციანმა ჯგუფმა განახორციელა ნავით, რომელიც პოლონეთში რეგისტრირებულმა უკრაინულმა კომპანიამ იქირავა.

შეერთებული შტატების მთავრობაში მიაჩნიათ, რომ  უკრაინის ხელისუფლებას არანაირი კავშირი არ აქვს მომხდართან.

ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკიც უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და მას შეთქმულების თეორიად აფასებს.

გასული წლის სექტემბერში გაზსადენზე მომხდარი აფეთქების გამომწვევი მიზეზები უცნობია, თუმცა ბევრს სჯერა, რომ ეს თავდასხმა იყო.

ნატომ და დასავლეთმა ეჭვი რუსეთზე მიიტანეს. თავის მხრივ, მოსკოვი თავდასხმებს დასავლეთს აბრალებს და გაეროს უსაფრთხოების საბჭოს საქმის შესწავლისკენ მოუწოდებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend