მთავარიმსოფლიოევროპასერბეთი და კოსოვო ევროკავშირის სამშვიდობო გეგმის მიხედვით მოლაპარაკებებს განაგძობენ

სერბეთი და კოსოვო ევროკავშირის სამშვიდობო გეგმის მიხედვით მოლაპარაკებებს განაგძობენ

სერბეთისა და კოსოვოს ლიდერები თანახმა არიან ევროკავშირის მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმის თანახმად ურთიერთობა განაგრძონ.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ როგორც კოსოვოს ასევე, სერბეთის ლიდერები თანხმდებიან, რომ ევროკავშირის მიერ წარდგენილი გეგმა დამაკმაყოფილებელია.

„ეს შეთანხმება კოსოვოსა და სერბეთის მოსახლეობის კეთილდღეობას წაადგება, მოქალაქეები ორივე მხრიდან თავისუფლად იმოძრავებენ საზღვრის კვეთა კი საკუთარი პასპორტებით შეეძლებათ“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

სერბეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კომპრომისის მიღწევა შესაძლებელია.

„რთული შეხვედრა გვქონდა, წინ კიდევ არის ასეთი რთული შეხვედრები. როგორც ვიცი შემდეგი შეხვედრა 18 მარტს, ჩრდილოეთი მაკედონიაში შედეგება და ამ შეხვედრაში მონაწილეობას ჟოზეფ ბორელიც მიიღებს. ამ პროცესში ევროკავშირის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – მიიჩნევს სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი.

ალბანეთის პრემიერ – მინისტრი ამბობს, რომ სერბულ მხარეს შეთანხმებაზე ხელის მოწერა არ სურს.

„სამწუხაროა, რომ შეთანხმებისთვის ხელი ჯერ კიდევ არ მოგვიწერია. მე პრემიერ – მინისტრი ვარ და მზად ვარ ჩემი სახელმწიფოს სახელით ამ დოკუმენტს ხელი მოვაწერო, როგორც ჩანს სერბული მხარე შეთანხმებისთვის ჯერ მზად არ არის“, – აღნიშნავს კოსოვოს პრემიერ – მინისტრი ალბინ კურტი.

უკრაინაში რუსული ინტერვენციის ფონზე, დასავლეთში ბევრი შიშობდა, რომ ბალკანეთის ტერიტორიაზე ევროპაში მეორე ომი დაიწყებოდა.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend