ბახმუტში ვითარება გაურკვეველია, რადგან უკრაინის მთავრობა უარყოფს რუსეთის განცხადებას უფრო მეტი ტერიტორიის დაკავებასთან დაკავშირებით.
რუსული წყაროების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ გადააქცია რუსეთ-უკრაინის ომის ყველაზე ხანგრძლივმა ბრძოლამ ბახმუტი მოჩვენებათა ქალაქად. აშკარაა, რომ ჰუმანიტარული მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ომამდე 80 000-იან ქალაქში, ახლა მხოლოდ 5000 ადამიანი ცხოვრობს, მათ უარი განაცხადეს ევაკუაციაზე ან უბრალოდ ქალაქი ვერ დატოვეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი ისტორიაში პირველად საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ფეისალ ბინ ფარჰან ალ საუდს კიევში უმასპინძლა. ეს არის საუდის არაბეთის ოფიციალური პირის პირველი ვიზიტი უკრაინაში.
მინისტრმა პირობა დადო, რომ ომში ჩართულ ქვეყანას 400 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს.
ამავდროულად, უკრაინული მხარის მიერი დრონით გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ფეთქდება რუსული ტანკები და სხვა ჯავშანტექნიკა ნაღმებზე ან უკრაინელთა დარტყმების შედეგად დონეცკის ქალაქ ვუჰლედართან.
ბოლო ინფორმაციით, ქალაქის მისადგომებთან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.