მთავარიევროპაუკრაინაომი გრძელდება: ერთი წლის შემდეგ ქვეყანაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს

ომი გრძელდება: ერთი წლის შემდეგ ქვეყანაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს

უკვე რამდენიმე თვეა, რაც რუსული და უკრაინული არმიები დონბასში მდებარე ქალაქ ბახმუტისთვის იბრძვიან. უკრაინისთვის ბახმუტისთვის ბრძოლამ სიმბოლური დატვირთვა მიიღო, მოსკოვში კი აცხადებენ, რომ დონბასი რუსული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია.

ორივე არმია მეორე მსოფლიო ომისთვის დამახასიათებელი კოლოსალური რაოდენობით ტყვია წამალს ხარჯავს დონბასისთვის ბრძოლაში.

„რუსული მხარის მიზანია, რომ უკრაინულ არმიას შეტევითი სამხედრო ოპერაციების წარმოების შესაძლებლობა მოუსპოს. ბევრი რამ არის დამოკიდებული უკრაინულ მხარეზე, თუ როგორ გაანაწილებს კიევი სამხედრო რეზერვებს, რა დანაკარგები ექნება ორივე მხარეს და ა.შ.

მოვლენათა განვითარების ცუდი სცენარი გახლავთ შემდეგი, უკრაინული მხარე ვერ უტევს წარმატებით და რუსეთში ჩატარებული მობილიზაციის ხარჯზე, კრემლი ახერხებს დაპყრობილი უკრაინული ტერიტორიების შენარჩუნებას”, – ვარაუდობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ჯასტინ ბრონკი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ , ევროპაში ყველაზე დიდი სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან თითქმის ერთი წლის თავზე, საერთაშორისო ურთიერთობების ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ როგორც კიევს ასევე, მოსკოვის ამ ომში წარმატების მიღწევის იმედი აქვთ და კონფლიქტის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია.

„რუსული მხარე ხანგრძლივი ომისთვის ემზადება, მათთვის ამ ომში წაგება წარმოუდგენელია, ამავე დროს საინტერესოა თუ რას მიიჩნევენ მოსკოვში გამარჯვებად. უკრაინა ვერ დაუშვებს მისი ტერიტორიის რუსეთის მიერ ანექსიას. ნათელია, რომ პუტინი უკანდახევას არ აპირებს, კრემლი მზად არის, რომ გაწვეული 300 ათასი მოქალაქე ამ ომს შესწიროს, შემდეგ კი მეტი მოქალაქე გაიწვიოს”, – მიიჩნევს ფიონა ჰილი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.

ვლადიმერ პუტინი ხშირად ამბობს, რომ მზად არის, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მიზნით სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა შეიარაღება, მათ შორის ბირთვული გამოიყენოს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend