“ნაგავი არის ის, რასაც გადააგდებ და აღარასდროს გამოიყენებ. ნარჩენი კი არის ის, რაც შეგიძლია თავიდან გამოიყენო, გარდაქმნა და გადაამუშაო”, – ეს ექსპერტის განსაზღვრებაა.
საქართველოს აქვს ნარჩენების მართვის კოდექსი, სტრატეგია და ეროვნული გეგმა, მაგრამ დედაქალაქსა და რეგიონებში ჯერაც არის სტიქიური, ღია ნაგავსაყრელები.
საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ნაგავს დაუხარისხებლად ყრის. შეძლებს თუ არა ქვეყანა 2030 წლამდე, შეამციროს უკონტროლო ნაგავსაყრელები და გაზარდოს გადამუშავებული ნარჩენების რაოდენობა?
ავტორები: მარიამ ჯაჭვაძე, თამარ ერაძე
ოპერატორები: აკაკი გურგენიშვილი, გიორგი ცოფურაშვილი