მთავარიევროპაუკრაინახერსონში სარაკეტო თავდასხმას სულ მცირე 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხერსონში სარაკეტო თავდასხმას სულ მცირე 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი უკრაინის დედაქალაქ კიევს ეწვია, რათა მხარდაჭერა გამოეხატა უკრაინისთვის თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში. მისი გზავნილიც ჯო ბაიდენის მსგავსი იყო, იტალიის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა ურყევია. მელონის ხელისუფლებაში მოსვლიდან ეს არის მისი პირველი ვიზიტი ომში ჩართულ ქვეყანაში.

მანამდე კი სარაკეტო თავდასხმა მოხდა ქალაქ ხერსონზე, რომელსაც სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავდასხმას რუსეთის ნამდვილი სახე უწოდა.

ქალაქ ხარკივში კი განმნაღმველები უკვე რამდენიმე თვეა მუშაობენ. როგორც ცნობილია, ამ ადგილებში უკრაინელ და რუს ჯარისკაცებს შორის აქტიური ბრძოლები მიმდინარეობდა. ახლა ტერიტორიას უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ.

ერთ-ერთი მოხალისე მაქსიმ იურევიჩი აცხადებს, რომ აფეთქებები ხშირია, რადგან მოქალაქეები დანაღმულ ადგილებში მოძრაობენ და ხშირად ფატალური შედეგები დგება. მისი თქმით, თუკი ცოცხლები გადარჩნენ, სერიოზულად ზიანდებიან და კიდურებსაც კი კარგავენ.

რთულია ასევე სამედიცინო დახმარების მიღება. ჯანმოში აცხადებენ, რომ 1200-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება დაბომბვის შედეგად დაზიანდა. 173 საავადმყოფო კი სრულად განადგურდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend