თურქეთის სამხრეთში, 2 კვირის წინ მომხდარი მიწისძვრით დაზარალებულ ჰათაის პროვინციაში, მოსახლეობა პანიკამ მოიცვა, რადგან რეგიონში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებს 3 ადამიანი ემსხვერპლა, 213 კი დაშავდა.
თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ 6000-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი იყო.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ძალიან ძლიერი მიწისძვრა იყო. ხალხი პანიკამ მოიცვა. მათი კარვები ერთ-ერთი შენობის გვერდით იდგა. ყველა შეშინებული იყო. იქ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც იყვნენ.
ილგაზ ეზოზერს ასეთი ძლიერ მიწისძვრა ჯერ არ უგრძნია. იგი ჰათაიში მოხალისედ ჩავიდა მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად.
სირიაშიც იგრძნობოდა ბიძგები. სამძებრო და სამაშველო ჯგუფები და სირიის სამოქალაქო დაცვის წევრები, „თეთრჩაფხუტიანები“, ამბობენ, რომ ბიძგებმა ქალაქებსა და დასახლებებში შენობების დაზიანება გამოიწვია. ბევრი ადამიანი დაშავდა, რადგან ყველგან ნამსხვრევები ცვიოდა, ზოგიერთი კი ისე იყო შეშინებული, რომ ზედა სართულებიდან ცდილობდა გადმოხტომას.