კატეგორიები

უკრაინელი ჯარისკაცების 60% პოსტტრავმული სტრესული აშლილობა აღენიშნება – უკრაინის მთავრობა

უკრაინელი ჯარისკაცების 60% პოსტტრავმული სტრესული აშლილობა აღენიშნება – უკრაინის მთავრობა

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ ქალაქების ნგრევა და  უამრავი მსხვერპლი მოიტანა. თითქმის ერთწლიანი ომი და საომარი მოქმედებები უარყოფითად მოქმედებს უკრაინის მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, უკრაინელი ჯარისკაცების 60 პროცენტს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა აღენიშნება, მოსახლეობის ნახევარს კი ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება.

ფსიქიატრ ოლეგ ბერეჟუკის თქმით, ნახევარი წლის წინ ჯერ კიდევ პრობლემის შესწავლის პროცესში იყო, თუმცა მოგვიანებით  მიხვდა, რომ ადამიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, დახმარების იმედი ჰქონდეთ.

მთავარი მიზანია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებმა ხალხს ცხოვრების გაგრძელებაში არ შეუშალოს ხელი.

ომი კი გრძელდება. ჯერჯერობით არავინ იცის, რას მოიტანს მომდევნო 12 თვე.

Related news
უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ
სხვა ამბები