მთავარიევროპაუკრაინაჯო ბაიდენი: ერთი წლის შემდეგ კიევი დგას, უკრაინა დგას, დემოკრატია დგას

ჯო ბაიდენი: ერთი წლის შემდეგ კიევი დგას, უკრაინა დგას, დემოკრატია დგას

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტის დროს ქვეყნისთვის დამატებითი, ნახევარი მილიარდი აშშ დოლარის დახმარება დააანონსა.

ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დახმარების ახალ პაკეტში შედის დამატებითი სამხედრო ტექნიკა, მათ შორის საარტილერიო საბრძოლო მასალა, მეტი „ჯაველინები“ და ჰაუბიცები.

აშშ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა უკრაინის წინააღმდეგობის მედეგობაზე.

„ერთი წლის შემდეგ კიევი დგას, უკრაინა დგას, დემოკრატია დგას“, – განაცხადა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენი დღეს კიევს ეწვია და პრეზიდენტის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და პირველ ლედის, ოლენა ზელენსკას შეხვდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend