მთავარიევროპაუკრაინარუსეთი გამუდმებით ბომბავს უკრაინის ტერიტორიებს

რუსეთი გამუდმებით ბომბავს უკრაინის ტერიტორიებს

მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქ ბახმუტისთვის. უკრაინული არმია პოზიციების შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა რუსები ოპტიმისტურად არიან განწყობილი.

სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მეთაური დარწმუნებულია, რომ ქალაქს 2 თვეში აიღებენ. ერთ-ერთ ამერიკელ მაღალჩინოსანს კი მიაჩნია, რომ ვერც ერთი ქვეყანა ვერ მიაღწევს თავის სამხედრო მიზნებს და ომი მოლაპარაკებით დასრულდება.

პრეზიდენტი ზელენსკი კი ბიბისისთან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ იგი მშვიდობის სანაცვლოდ არ დათმობს უკრაინულ მიწას.

მიუხედავად ამისა, ორი დაპირისპირებული ქვეყანა სამხედრო ტყვეთა გაცვლაზე შეთანხმდა, დაახლოებით 100 უკრაინელი და 100 რუსი ჯარისკაცი უკვე დაბრუნდა სახლში.

რუსეთი გამუდმებით ბომბავს უკრაინის დანარჩენ ტერიტორიებსაც. ქალაქ ხერსონში შეტევით ოპერაციას ელიან. როგორც კიევში აცხადებენ, რუსეთი იმიტირებულ რაკეტებსა და აეროსტატებს იყენებს, რათა გადაღალოს უკრაინული საზენიტო თავდაცვითი სისტემები.

გასულ ღამეს რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს კიროვოჰრადის რეგიონსა და ქალაქ ლვივზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend