მთავარიმსოფლიოახალ ზელანდიაში ციკლონმა მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია

ახალ ზელანდიაში ციკლონმა მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია

ახალ ზელანდიაში ციკლონის შედეგად, წყალდიდობა და მეწყერი განვითარდა, რის გამოც დასახლებები დაიტბორა და 9000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

სტიქიური მოვლენების შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია. მეხანძრე-მაშველები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, დატბორილი სახლებიდან ადამიანების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანისთვის.

მეტეოროლოგების პროგნოზით, უამინდობა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება, რაც სავარაუდოდ სამაშველო სამუშაოებს გაართულებს.

”ბოლო 24 საათი საკმაოდ დატვირთული იყო. ცხადია, გუშინ განსაკუთრებით გაგვიჭირდა მუშაობა, რადგან ამინდი ხელს გვიშლიდა. შენობების სახურავებიდან ასობით ადამიანი ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილზე გადავიყვანეთ. თუმცა, კიდევ რჩებიან ჩვენი დახმარების მოლოდინში მყოფი მოქალაქეები. სტიქიური მოლენების ზონაში ასობით მეხანძრე-მაშველი, ექიმი და პოლიციელია მობილიზებული. გვეხმარებიან სამხედროებიც. თუ ამინდი ხელს შეგვიწყობს, მოქალაქეების დახმარებას ოპერატიულად შევძლებთ“, – აცხადებს ახალი ზელანდიის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი ჯონ ჰეისი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend