მთავარიევროპაუკრაინაუკრაინა რუსეთის მოსალოდნელი შეტევისთვის ემზადება

უკრაინა რუსეთის მოსალოდნელი შეტევისთვის ემზადება

უკრაინელი სამხედროების ნაწილი პოლონეთში ევროკავშირის სამხედრო დახმარების ფარგლებში “ლეოპარდ 2-ის” ტანკებზე წვრთნებს გადის.

წვრთნებს პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდაც დაესწრო. ვარშავა მეზობელი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია. რომელიც ევროპულ ქვეყნებს მოუწოდებდა, დროულად გადაეცათ ტანკები უკრაინისთვის.

სავარაუდოდ, რუსეთი ეცდება, სრულად დაამყაროს კონტროლი იმ ტერიტორიებზე, რომელთა ანექსიაც სექტემბერში მოახდინა. გავრცელებულ კადრებში ნაჩვენებია დანგრეული დონეცკის რეგიონი, სადაც ფრონტის წინა ხაზზე სწორედ კრემლის ჯარები არიან მობილიზებული.

რუსული მხარე ასევე აცხადებს, რომ მათ დაიკავეს სოფელი კრასნა ჰორა, რომელიც ბახმუტთან ახლოს მდებარეობს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბრძოლებში „ვაგნერის“ წევრებთან ერთად  ჩართული არიან მოხალისეთა მოიერიშე ქვედანაყოფები.

ქალაქ ხერსონში კი, რომელიც ერთ დროს რუსეთს ჰქონდა დაპყრობილი, მოხალისე ექიმები სჭირდებათ. განუწყვეტელი  დაბომბვის მიუხედავად, ადგილობრივი მოსახლეობა იძულებულია,  თავშესაფრებიდან გამოვიდეს და ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ  მიმართოს საავადმყოფოებს. ოკუპაციის დროს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით არავინ დაინტერესებულა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend