მთავარიმსოფლიოსტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება

სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება

უკვე მეოთხე დღეა სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოებია და რაც დრო გადის დაკარგულთა ახლობლებს  იმედები ეწურებათ, რომ მათ საყვარელ ადამიანებს ცოცხალს იპოვიან.

თურქეთში, ინჯირლიკის საჰაერო ბაზაზე უკვე დაეშვა ამერიკული სამაშველო თვითმფრინავი, რომელმაც სტიქიის ზონაში 159 მაშველი და 12  ძაღლი ჩაიყვანა და 77 110 კგ სპეციალიზებული აღჭურვილობა ჩაიტანა.

სტიქიის ზონაში  შედის ჰუმანიტარული ტვირთებიც. თუმცა, თურქეთისგან განსხვავებით სირიის შემთხვევაში ეს მეტად პრობლემურია.

სანქცირებულ  ქვეყანაში, სადაც უკვე 12 წელია ომია, ჰუმანიტარული დახმარების შეტანა მხოლოდ ერთი სასაზღვრო პუნქტით არის შესაძლებელი.

წინა დღეებში იქ გაეროს  კოლონები ვერ შედიოდნენ, რადგან ომისა და მიწისძვრის გამო ამ  გზებზე გადაადგილება საშიში იყო. ახლა პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდა და ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ჰუმანიტარული ტვირთის ნაწილი შევიდა.

მიწისძვრა, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო და მას ათეულობით განმეორებითი ბიძგი მოჰყვა.

ბოლო ცნობებით,  სტიქიამ იმსხვერპლა საქართველოს სამი მოქალაქე.  ერთ-ერთი მათგანი სამშობლოში უკვე გადმოასვენეს.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend