მთავარიმსოფლიოთურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 600 ადამიანი დაიღუპა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 600 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში დღეს დილით მომხდარი მიწისძვრის შედეგად 10 ქალაქში 1700-ზე მეტი შენობა დაზიანდა – ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა.

დილით მიწისძვრა მოხდა სირიაში. სირიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მობილიზებულია ყველა მისი ქვედანაყოფი, ფორმირება და დაწესებულება, რათა დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ დახმარება და სასწრაფო დახმარება გაუწიონ მიწისძვრით დაზარალებულ მოსახლეობას, მოძებნონ ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანები და უმკურნალონ დაშავებულებს.

ისრაელმა განაცხადა, რომ მზად არის დაეხმაროს მიწისძვრის შედეგად განადგურებულ თურქეთს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა განაცხადა, რომ მზადდება სწრაფი დახმარების პროგრამა. ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის თქმით, ისრაელის უსაფრთხოების ძალები მზად არიან თურქეთს ნებისმიერი საჭირო დახმარება შესთავაზონ.

თურქეთის დასახმარებლად მზადყოფნა გამოხატა შეერთებულმა შტატებმაც.

„აშშ ღრმად არის შეშფოთებული დღევანდელი დამანგრეველი მიწისძვრით თურქეთსა და სირიაში. დავუკავშირდი თურქეთის ოფიციალურ პირებს, რათა განვმარტო, რომ მზად ვართ, გავუწიოთ ნებისმიერი და ყველა საჭირო დახმარება“, – განაცხადა უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა.

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 600 ადამიანი დაიღუპა – ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend