მთავარიევროპაუკრაინაკიევში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინას ბელარუსიდან შეუტევს

კიევში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინას ბელარუსიდან შეუტევს

უკრაინისა და ბელარუსის 1000 კილომეტრიანი სახელმწიფო საზღვარი უკრაინელი ჯარისკაცების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის.

კიევში შიშობენ რომ, როგორც გასულ თებერვალს, წელსაც ოკუპანტები უკრაინას ბელარუსის ტერიტორიიდან შეუტევენ.

ბევრი ანალიტიკოსი ჩრდილოეთი ფრონტის ხაზს ნაკლებად საშიშად მიიჩნევს, მაგრამ უკრაინულ არმიაში ამ მიმართულებაზე ყურადღების მოდუნების საშუალებას თავს არ აძლევენ.

უკვე რამდენიმე თვეა, რაც უკრაინელი სამხედროები ბელარუსთან სახელმწიფო საზღვარს ამაგრებენ, მიმდინარეობს თავდაცვითი ზღუდეების მშენებლობა.

ბელარუსის ტერიტორიაზე კი რუსი და ბელარუსი სამხედროები ხშირად ატარებენ სამხედრო მანევრებს.

ბელარუსი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ უკრაინის საზღვართან მათი ჯარების განლაგება მხოლოდ სტრატეგიული თავდაცვის ნაწილია. კიევში კი ამბობენ, რომ არავინ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მოსკოვში. უკრაინელი ჯარისკაცების თქმით, ისინი საზღვარს მუდმივად აკონტროლებენ.

„სამხედრო დრონების საშუალებით ვიცით, მტერი რას აკეთებს, მტერს მუდამ ვაკვირდებით, ვიცით, თუ რა მიმართულებით გადაადგილდებიან მათი ჯარისკაცები, რამდენნი არიან, მტერიც გვაკვირდება, ცდილობს, ჩვენი თავდაცვითი ზღუდეების სისუსტეები აღმოაჩინოს“, – ამბობს  უკრაინელი ჯარისკაცი ოლექსანდრი.

ბელარუსისა და უკრაინის სახელმწიფო საზღვართან მდებარე დასახლებებში სამხედრო მოქმედებების განახლების ეშინიათ.

„დიახ, ბევრი სანერვიულო გვაქვს, ამავე დროს იმედს არ ვკარგავთ, ჩვენი ჯარისკაცები დაგვიცავენ, რუსები ვერაფერს გახდებიან. პირველად თავს რომ დაგვესხნენ, იარაღიც კი არ გვქონდა, ახლა მომზადებული ვართ, მაგრამ მეტი გვესაჭიროება“, – მატვევა ვალენტინა, ადგილობრივი.

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების სიმძიმის ცენტრი ამჟამად დონბასშია.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend