მთავარიევროპასაფრანგეთიბენიამინ ნეთანიაჰუ ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება

ბენიამინ ნეთანიაჰუ ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გუშინ, 2 თებერვალს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს პარიზში შეხვდა. როგორც ცნობილია, საფრანგეთში მყოფი ისრაელის ლიდერი ასევე შეხვდება საფრანგეთის ებრაული თემისა და  ბიზნესის წარმომადგენლებს.

ვიზიტის ფარგლებში ელისეის სასახლეში ოფიციალური ვახშამი გაიმართა. ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი იზიარებს და გვერდით უდგას ისრაელს ტერორიზმთან ბრძოლაში, თუმცა დასძინა, რომ ყველამ უნდა აარიდოს თავი  ისეთი ზომების მიღებას, რომლებიც დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს.

მაკრონი ასევე სთავაზობს დახმარებას ისრაელელებსა და პალესტინელებს, რომ მათ  შორის დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული დიალოგი კვლავ განახლდეს.

ამავდროულად, პროპალესტინელი აქტივისტები 4 თებერვალს აქციის გამართვას გეგმავენ, რათა გააპროტესტონ ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილება. მათი აზრით, ახლა  ახლო აღმოსავლეთში დაძაბული ვითარებაა, შესაბამისად, არ არის შესაფერისი დრო ისრაელის პრემიერ-მინისტრის მასპინძლობისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend