მთავარიევროპაუკრაინაცხოვრება დეოკუპირებულ რეგიონებში

ცხოვრება დეოკუპირებულ რეგიონებში

უკვე 11 კვირა სრულდება მას შემდეგ, რაც უკრაინულმა არმიამ ქალაქ ხერსონსა და მდინარე დნეპრის დასავლეთი სანაპიროზე კონტროლი დაიბრუნა.

ოკუპაციისგან გათავისუფლების მიუხედავად, ადგილობრივი მოსახლეობა რთული გამოწვევების წინაშე რჩება.

მოსახლეობას არ მიეწოდება არც ელექტროენერგია, არც ბუნებრივი აირი და არც სასმელი წყალი.

რუსი სამხედროები, რომლებიც მდინარე დნეპრის აღმოსავლეთი სანაპიროზე არიან გამაგრებულნი ქალაქ ხერსონსა და მიმდებარე დასახლებებს ხშირად ბომბავენ.

ამ გამოწვევების მიუხედავად, ბევრი ადგილობრივი მშობლიურ მხარეში დაბრუნებას არჩევს. ერთ-ერთი მათგანი ტატიანა ტრომიფენკო, რომელიც ამბობს, რომ ოკუპანტებს არაფერს დაუთმობენ და მშობლიურ მიწას არასოდეს დათმობენ.

„მეშინია, ძალიან მეშინია, ხანდახან ვტირი, შიში მეუფლება. მეშინია, რომ დაბომბვისას დავიღუპები, მეშინია, რომ ბრძოლები განახლდება, ომი ხომ ყველაზე დიდი ბოროტებაა“, – წუხს ტატიანა.

რუსმა სამხედროებმა ხერსონის რეგიონი და თავად ქალაქი ხერსონი ინტერვენციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში დაიკავეს.

ხანშიშესულებმა ადგილზე დარჩენა ამჯობინეს, ზოგი სუსტად გრძნობდა თავს, ზოგს კი არსად ჰქონდა წასასვლელი.

გენადი შაპოშნიკოვი კიბოთია დაავადებული, მას მოძრაობა და საუბარი უჭირს. მასზე მისი მეზობლები ზრუნავენ. ოლექსანდრა ჰრიჰორინა კი მეზობელთან ცხოვრობს, ვინაიდან მისი საცხოვრებელი სახლი დაბომბვის შედეგად განადგურდა.

დღეს დისტრიბუციის ცენტრში მოვიდა რათა საკვები და სასმელი წყალი მიიღოს, ადგილობრივებისთვის საკვების ერთადერთი წყარო ჰუმანიტარული დახმარებაა.

ხერსონის დეოკუპირებულ რეგიონში ყველა ადგილობრივი გამოწვევბის წინაშე დგა.

„ელექტროენერგიისა და საკვების გარეშე ცხოვრება რთულია. ახლა გათბობისთვის შეშას ვიყენებთ, მაგრამ შეშაც არ გვაქვს საკმარისი. დავდივართ და ვცდილობთ შეშა მოვიპოვოთ მაგრამ ეს არ კმარა. საკვები კი მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების წყალობით გვაქვს“, – ამბობს მიხაილო ჰოი..

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ხერსონის რეგიონში მცხოვრებ 133 ათას ადამიანს ფინანსურად ეხმარება და 150 ათასს დოლარის ღირებულების საკვებს გადასცემს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend