მთავარიევროპაესპანეთიესპანეთში ხახვის ჭამის სახალხო ფესტივალი გაიმართა

ესპანეთში ხახვის ჭამის სახალხო ფესტივალი გაიმართა

პანდემიის გამო, სამწლიანი შესვენების შემდეგ, ესპანეთის ავტონომიურ რესპუბლიკა კატალონიაში, ქალაქ ვალსში კალკოტის პოპულარული ფესტივალი საზეიმოდ გაიმართა და დასრულდა. ეს არის ხახვის ჭამის საყოველთაო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას ნებისმიერი მსურველი იღებს, რადგან ის სახალხო ზეიმია. ფესტივალს ზეიმის გარდა კონკურსის სახე აქვს, რადგან ვინც ყველაზე მეტ ხახვს შეჭამს, გამარჯვებულიც ის იქნება.

რიგით 37-ე კონკურსის გამარჯვებული წელს ადრია ვეგრზინი გახდა. მან 45 წუთში 222 ხახვი შეჭამა. მეორე ადგილზე რამონ კაბალიერო გავიდა. მან იგივე დროში მხოლოდ 215 ხახვის ჭამა მოახერხა და მცირედით ჩამორჩა გამარჯვებულს.

„სამი წლის წინ უფრო მეტ ხახვს შევჭამდი. მაგრამ პანდემიამ ხელი შეგვიშალა. არა უშავს, წელს რაც ვჭამე, იმითაც მოვიგე. ამ კონკურსისთვის დიდი ხანი ვემზადებოდი. წონაშიც კი დავიკელი სპეციალურად. მეგონა, რომ უფრო დიდი სხვაობით მოვიგებდი ამ კონკურსს. მაგრამ შევცდი. მოწინააღმდეგემ ღირსეული კონკურენცია გამიწია. თუმცა, მაინც ვაჯობე. მე რამონთან ვმეგობრობ. ბევრი კალშოტი ვჭამეთ. მონელება რთული იქნება, თუმცა გადავრჩები. ამ შედეგს არ დავჯერდები. გაისად ვეცდები შედეგი გავაუმჯობესო და უფრო დამაჯერებლად გავიმარჯვო. სახალისო ფესტივალია“, – განაცხადა გამარჯვებულმა.

ფესტივალზე ხახვს გრილზე მოხარშულს მიირთმევენ. მასთან ერთად სხვა ინგრედიენტებიცაა – ნუშის, მოხალულ თხილის, მწვანე პომიდვრის, ნივრის, ზეითუნის ზეთის, ცხარე წიწაკის, ოხრახუშისა და მარილის სპეციალური სოუსი. ვალსი კალკოტის სახეობის ხახვის წარმოშობის ადგილია. ევროკავშირის მხრიდან „დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა (PGI)” მას 1992 წლიდან აქვს მინიჭებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend