მთავარიაზიაირანიაზერბაიჯანმა თეირანში მდებარე საელჩოს თანამშრომლები ქვეყნიდან გაიყვანა

აზერბაიჯანმა თეირანში მდებარე საელჩოს თანამშრომლები ქვეყნიდან გაიყვანა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ჩაფრინდა თვითმფრინავის სპეციალური რეისი, რომელმაც ირანის დედაქალაქ თეირანიდან საელჩოს თანამშრომლები ჩაიყვანა. აზერბაიჯანმა თავისი საელჩოს ევაკუაციის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც თეირანში გასულ კვირას აზერბაიჯანის საელჩოში შეიარაღებული პირი შეიჭრა და სროლის შედეგად დაცვის ერთი თანამშრომელი მოკლა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირანში ამ ქვეყნის საელჩომ სრულად შეაჩერა დიპლომატიური საქმიანობა, თუმცა საკონსულო კვლავ აგრძელებს მუშაობას. ირანის ოფიციალური პოზიციით, თავდასხმა პირად ნიადაგზე განხორციელდა. თუმცა, ეს იმ დროს მოხდა, როცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაძაბულია.

„ჩვენ ირანში სრულად შევაჩერეთ საელჩოს საქმიანობა. თუმცა, დიპლომატიური საქმიანობა და ურთიერთობა ირანთან სრულად არ გაგვიწყვიტავს. ახლა ჩვენს საელჩოში დაცვის 5 თანამშრომელია დარჩენილი, რომლებიც ქონებას და შენობას იცავენ. მაგრამ იქ დიპლომატიურ საქმიანობას არავინ განახორციელებს. თავრიზში გვაქვს გენერალური საკონსულო. საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილება საკონსულოს საქმიანობაზე არ გავრცელებულა“, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხალაფ ხალაფოვმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend