კატეგორიები

ახალ ზელანდიაში უხვმა ნალექმა წყალდიდობა გამოიწვია

ახალ ზელანდიაში უხვმა ნალექმა წყალდიდობა გამოიწვია

უხვი ნალექია ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულზე, რამაც მეწყრული პროცესები, წყალმოვარდნები და გზების დაზიანება გამოიწვია.

სახლები დაიტბორა აუკლენდში, ახალი ზელანდიის ყველაზე დიდ ქალაქში, სადაც მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. გამოცხადებულია საგანაგებო მდგომარეობა.

ამავდროულად, პოლიციამ დაადასტურა კიდევ ერთი მამაკაცის დაღუპვის ფაქტი, რითიც სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა.

კლიმატის ცვლილების შედეგად, ახალ ზელანდიაში უხვი ნალექი უფრო და უფრო ხშირი გახდა.

დაკავშირებული ამბები
პიტ ჰეგსეტის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების მიუხედავად, აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში რჩება სენატმა განიხილა პენტაგონის საბიუჯეტო მოთხოვნა, რომელიც ტრილიონ ნახევარ დოლარს შეადგენს
სხვა ამბები