მთავარიმსოფლიოევროპაკოსოვოელი სერბები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება შეთანხმებას კვლავ არღვევს

კოსოვოელი სერბები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება შეთანხმებას კვლავ არღვევს

კოსოვოელი სერბები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ კოსოვოს საზღვარზე საპოლიციო ძალები არღვევენ ევროკავშირის ჩართულობით მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც სერბულ სანომრე ნიშნებს უკავშირდება.

შესაბამისი სამსახურის თანამშრომლების მითითებით, მათ შეუძლიათ საზღვრის გადაკვეთა, თუმცა, როგორც ეუბნებიან, უკან ვეღარ დაბრუნდებიან, თუ არ შეცვლიან ძველ სანომრე ნიშნებს, რომლებიც ჩრდილოეთ კოსოვოშია გაცემული.

ერთ-ერთი მოქალაქე მილიკა ანდრიჩ რაკიჩი ამბობს, რომ მათ არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, თუ რა რეგულაციებია შემუშავებული. მისი თქმით, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების კრიტიკის მიუხედავად, კოსოვოს ხელისუფლება მაინც არღვევს მიღწეულ შეთანხმებას. მათ არ იციან, რა კრიტერიუმებით საზღვრავენ, რომელ ავტომობილს შეუძლია საზღვრის კვეთა და რომელს – არა.

სერბ და ალბანელ მოქალაქეებს შორის პერიოდული დაძაბულობის აღმოსაფხვრელად რეგიონში შეერთებული შტატების სპეციალურმა წარმომადგენლობამ შეიმუშავა წინადადება, რომელიც ავტომობილების სანომრე ნიშნებს უკავშირდება.

პოლიტიკური მეცნიერების პროფესორს ნედჟდემინ შპაჰიუს მიაჩნია, რომ სინამდვილეში საქმე სანომრე ნიშნებს ან მეორეხარისხოვან საკითხებს არ ეხება. მისი თქმით, კოსოვოს მთავრობასა და სერბეთის ხელისუფლებას, რომელიც ჩრდილოეთ კოსოვოს აკონტროლებს, საბოლოო მოლაპარაკებებში გარკვეული უპირატესობის მოპოვება სურთ.

უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, ევროკავშირი და შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდებიან მოვლენების განვითარებას.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend