მთავარიამერიკააშშჯო ბაიდენმა კალიფორნიაში სტიქიით დაზარალებულები მოინახულა

ჯო ბაიდენმა კალიფორნიაში სტიქიით დაზარალებულები მოინახულა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კალიფორნიის სანაპირო მოინახულა, სადაც ძლიერმა ქარიშხალმა ადგილობრივი შენობები დაანგრია.

კალიფორნიის მასშტაბით, სტიქიას 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. პრეზიდენტი იმ ბიზნესებს ესტუმრა, რომლის შენობებიც სტიქიის შედეგად განადგურდა.

„მიუხედავად იმისა, რომ არსებული მდგომარეობა ჯერ კიდევ ძალიან მძიმეა, ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ყველაზე მძიმე ნაწილი უკან დარჩა. წყლები ნელ-ნელა იკლებს. ჩვენ ვხედავთ სახლებზე, ბიზნესებზე, ფერმებსა და რანჩოებზე მიყენებული ზარალის სრულ მასშტაბებს. ვაცნობიერებთ, რომ სრულ აღდგენას  წლები დასჭირდება. მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა აღვადგინოთ და არა მხოლოდ აღვადგინოთ. ჩვენ აქაურობა კიდევ უფრო უნდა გავაუმჯობესოთ”, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

პრეზიდენტმა ბაიდენმა კლიმატის ცვლილებაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით კიდევ უფრო ექსტრემალური ამინდებია მოსალოდნელი.

„ვისაც კლიმატის ცვლილებაში კვლავ ეჭვი ეპარება, ალბათ ბოლო რამედენიმე წლის განმავლობაში ეძინა”, – განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

26 დეკემბრიდან 17 იანვრამდე, კალიფორნიას ცხრა ქარიშხალი დაატყდა თავს. ბოლო დღეებში სტიქია შედარებით შენელდა.

სინოპტიკოსების პროგნოზით კვირის ბოლომდე მსუბუქი წვიმებია მოსალოდნელი, რასაც უნალექო ამინდები მოჰყვება.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend