კატეგორიები

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი თანამდებობას ტოვებს. მისგან ელოდნენ, რომ დანიშნავდა არჩევნების თარიღს. მან ეს დაპირება შეასრულა,  თუმცა მაშინვე განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის. დამსწრე საზოგადოებისთვის მისი გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა.

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა პრესკონფერენიაზე განაცხადა, რომ აღარ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. იგი თანამდებობას არა უგვიანეს 7 თებერვლამდე დატოვებს. როგორც თავად ამბობს, ბოლო ხუთწელიწად-ნახევარი მის ცხოვრებაში ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი იყო, თუმცა ამ ყველაფერს თავისი გამოწვევებიც ახლავს. მან იცის, რა სჭირდება ამ საქმეს და იმასაც ხვდება, რომ აღარ აქვს ძალა, სწორად და სამართლიანად შეასრულოს თავისი მოვალეობა.

იგი არ ნანობს, თანამდებობას რომ ტოვებს. ჯასინდა არდერნს სურს, საზოგადოებამ იგი  ღირსეულ და სიკეთის მქმნელ ადამიანად  დაიმახსოვროს. მისი თქმით, ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრობა დიდ ძალისხმევას მოითხოვს,   მას კი ეს  აღარ შეუძლია.

Related news
ირანის ახალი უზენაესი ლიდერი კვლავ არ ჩანს - ვარაუდობენ, რომ იგი მძიმედ არის დაშავებული პუტინი ამბობს, რომ მოსკოვი არ უნდა დაელოდოს, „როდის მიუხურავს კარს“ ევროპა რუსულ ენერგორესურსებს
სხვა ამბები