კატეგორიები

უამინდობა ევროპაში

უამინდობა ევროპაში

ხორვატიაში ზამთარი უჩვეულოდ თბილი დღეებით დაიწყო, ახლა კი ქვეყანაში პირველი თოვლი მოვიდა. ხორვატიის სამხრეთ ნაწილში უხვი ნალექია და სამხრეთის ძლიერი ქარი უბერავს.

გზები მთელი ქვეყნის მასშტაბით  სველი და მოყინულია. მთიან რეგიონებში გზებზე თოვლიც დევს. ნისლის გამო ხილვადობა გართულებულია. ზოგიერთ ადგილას ქვების ჩამოცვენის საშიშროებაც არსებობს.

უამინდობის გამო გარკვეულ ადგილებში აკრძალულია მისაბმელიანი სატვირთო მანქანების მოძრაობა.

ძლიერმა თოვამ ავსტრიის სამხრეთ ნაწილში საგზაო შემთხვევები, საცობები და ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება გამოიწვია.

სატვირთო მანქანები A2 ავტომაგისტრალზე გაიჭედა. ხეების გამო გზებიც ჩახერგილი იყო. ზოგიერთ ადგილას გზა თოვლით იყო დაფარული.

 

დაკავშირებული ამბები
ლიეტუვაში რუსეთის მხრიდან სავარაუდო დივერსიულ აქტებზე საუბრობენ შვედეთი უკრაინას რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ დაკავებულ გემს გადასცემს
სხვა ამბები