მთავარიევროპაუკრაინასარაკეტო თავდასხმა უკრაინის ქალაქებზე

სარაკეტო თავდასხმა უკრაინის ქალაქებზე

უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ დნიპროში, რუსების მიერ საცხოვრებელ კორპუსზე მიტანილი სარაკეტო თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 30-ამდე გაიზარდა. საგანგებო სამსახურის თანამშრომლები ნანგრევებიდან გადარჩენილების ამოყვანას ცდილობდნენ. დნიპროს მერის აზრით,  უგზო-უკვლოდ დაკარგული 44 ადამიანიდან  შესაძლოა ცოცხალი აღარავინ იყოს.

ერთ-ერთი დაზარალებული რომან ჟურავსკი ამბობს, მის კორპუსში ხუთი სართული ჩამოინგრა, დედამისი კი ამ დრომდე არ უპოვიათ.

15 იანვრის შუადღის მონაცემებით,  დაშავებულია 73 მოქალაქე, მათ ნანგრევებიდან 39 ადამიანის ამოყვანა შეძლეს. თავის ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა რუსი საზოგადოების უმოქმედობა და დუმილი ლაჩრობად შეაფასა. რუსეთის მოქალაქეები ელოდებიან, რომ ეს ყველაფერი მალე გადაივლის, თუმცა ზელენსკის მიაჩნია,  რომ  ტერორისტები მათთანაც მივლენ, რადგან  ბოროტება სიმხდალეზე ძლიერია. ბოროტებას ახსოვს,  ვის ეშინია მისი და ვინ სცადა მასთან ვაჭრობა. მისი თქმით, როდესაც ბოროტება მათაც მისწვდება,   ვეღარავინ დაიცავს.

შაბათს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიბომბა კიევი, ხარკივი და ოდესაც. მოსკოვში აცხადებენ, რომ მათი სამიზნე უკრაინის სამხედრო და ენერგოინფრასტრუქტურაა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი მიმდინარე კვირას უკრაინაში გაემგზავრება. მისი მიზანია, უზრუნველყოს, რომ  ბირთვული უსაფრთხოების ექსპერტები  მუდმივად იყვნენ ქვეყნის ყველა ატომურ ელექტროსადგურზე, რათა მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის დროს თავიდან აიცილონ ბირთვული კატასტროფა.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend